ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში, შეყვარებულთან სანდრას ერთად, ზღვაზე ნაპოვნი და გადარჩენილი ძაღლის შესახებ წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
ფეხბურთელი წერს, რომ მისი რჩეული ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია, ამიტომ კოჭლი ძაღლის დანახვისთანავე, მისი მკურნალობა და ზრუნვა გადაწყვიტა, რამაც შედეგი გამოიღო და ძაღლი მომჯობინდა.
ქოჩორაშვილი საზოგადოებას ოთხფეხა მეგობრის შეფარებასა და მისთვის პატრონის პოვნაში დახმარებას სთხოვს:
„მოგესალმებით. საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა.
სანდრა ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია, ემოციური კავშირი აქვს და ღელავს მათზე. ძაღლი სახლში წავიყვანეთ, ბათუმიდან ვეტერინარი ჩამოვიყვანეთ და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვუმკურნალეთ ძაღლს.
საბედნიეროდ, დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ძაღლი მომჯობინდა, ჭრილობაც შეხორცებულია, უპრობლემოდ გადაადგილდება და ახლა ის მომენტია, როცა ჩვენს პატარა მეგობარს სჭირდება ოჯახი, რომელიც მას შეიფარებს და უპატრონებს.
როგორც ამიხსნეს, ძაღლი კაპროვანის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული და სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს გასხვისება, თუ შესაბამისი მსურველი გამოჩნდება.
ერთი თვის განმავლობაში, თუ რამე იყო საჭირო, გავაკეთეთ და მზად ვარ, გავაგრძელო, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ეს კიდევ დასჭირდება.
თუ გამოჩნდება მსურველი, ვინც ძაღლს უპატრონებს, გიზიარებთ საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით შეეხმიანოთ. – Georgian Animals Federation / საქართველოს ცხოველთა ფედერაცია“ – წერს გიორგი ქოჩორაშვილი და საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს:
555 27 24 29 ზაზა ვეტერინარი
591 50 63 50 ბათუმის ფილიალის
514 50 40 50 მთავარი ცხელი ხაზი