მოკრივე ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გურული ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის საქართველოს მთავრობისგან 250 000 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ანგარიშზე 4 მედალია.
ერთადერთი ოქრო ჯერ-ჯერობით ლაშა ბექაურის ანგარიშზეა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ. ბრინჯაოს მედალი კი ლაშა გურულმა.