“კაცი თოჯინით ხელში” გახსოვთ?! … მას შოვში ცოლი და 3 შვილი, ანუ მთელი ოჯახი დაეღუპა …- როგორ ცხოვრობს ის ახლა?

შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო – მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა, და­ღუ­პუ­ლე­ბის მე­წყრის მა­სა­ში ძებ­ნა და აღ­მო­ჩე­ნი­სას დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, “კაცი თო­ჯი­ნით ხელ­ში”, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-ის ესაუბრა. 

– უმ­ძი­მეს თე­მა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ერთ წამ­ში და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა. რო­გორ არის ბა­ტო­ნი გია. ალ­ბათ იცის, რომ მის­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა; სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, ენუ­გე­შე­ბი­ნა. ბევ­რი იმა­საც დარ­დობ­და, ოჯა­ხის წევ­რებს რომ ყვე­ლას იპო­ვის და დაკ­რძა­ლავს, მერე დად­გე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბიო…

– სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლეს წერ­დნენ. ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი თით­ქოს რა­ღაც მი­ზანს ხავ­სი­ვით ეჭი­დე­ბა და ეს აძ­ლე­ბი­ნებს. გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს.

– დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ცა­რი­ელ სახ­ლში ყოფ­ნა ურ­თუ­ლე­სია…

– ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა. იმას ვერ უარ­ყოფ, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი გვაქვს. ჯერ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­ძა­ხილ­მა, შენ გვერ­დით ვარ, გა­ძე­ლიო, მერე კი თა­ვის­მა სამ­სა­ხურ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. სა­ო­ცა­რი უფ­რო­სი ჰყავს სამ­სა­ხურ­ში, ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. მან უთხრა, არ და­ვუშ­ვებ, რომ სახ­ლში დარ­ჩე და სამ­სა­ხურ­ში არ იარო, ამას არ და­გა­ნე­ბე­ბო და გიაც მიჰ­ყვა. ეს მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ მარ­ტო დარ­ჩე­ნის ნება არ მის­ცეს.

– მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩანს, იქ თა­ვის ტკი­ვილს არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და

.- კი, ასე­თია, წარ­სულ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. ეს მისი ბუ­ნე­ბაა. არის თა­ვის სახ­ლში მარ­ტო და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­თი ცო­ცხლობს. ყვე­ლა­ფერს უკე­თებს რაც მის ცოლ-შვილს ზე­ცა­ში სჭირ­დე­ბათ. ასე გა­დის დრო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თა­ნად­გო­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თით­ქოს გე­ვა­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო არ და­ე­ცე და იცო­ცხლო.

ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,543

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა