რესტორანში კვების შემდეგ, 6-დან სამს სალმონელოზი დაუდასტურდა – საგანგაშო ვითარება თბილისში

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ თბი­ლი­სის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სალ­მო­ნე­ლო­ზის ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვის (სულ 6 პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის 3 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი) შე­სა­ხებ.

“ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რეს­ტო­რან­ში “ორი კა­თხა“ (მის: ვიქ­ტორ კუპ­რა­ძის ქ.N52), სა­დაც მი­ირ­თვეს ხინ­კა­ლი, ქათ­მის ფი­ლეს მწვა­დი და სა­ლა­თი ცე­ზა­რი ქათ­მის ფი­ლე­თი.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო – სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა შპს “ლუდ­სა­ხარ­ში ორი კა­თხას” (ლუდ­სა­ხარ­ში, რეს­ტო­რა­ნი, ს/კ 406283338, მის: ვიქ­ტორ კუპ­რა­ძის ქ. N52) კუთ­ვნილ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. შე­მოწ­მე­ბი­სას და­ფიქ­სირ­და კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რის გა­მოც ობი­ექტს სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­და და და­ჯა­რიმ­და 1000 ლა­რით. ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და არაკ­რი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­სას­წო­რებ­ლად გა­ი­ცა მი­თი­თე­ბე­ბი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის აი­ღეს სურ­სა­თის ნი­მუ­შე­ბი (ხინ­კლის ფარ­ში, სა­ლა­თი “ცე­ზა­რი” ქათ­მის ხორ­ცით და სა­ლა­თის ფო­თო­ლი), კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ეც­ნო­ბე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სალ­მო­ნე­ლო­ზი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სურ­სა­თის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ცი­სა და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის­გან გა­და­ე­ცე­მა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი სალ­მო­ნე­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ენ­ტე­რო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის ოჯახს და სალ­მო­ნე­ლე­ბის გვარს, რო­მე­ლიც 2500-ზე მეტ სე­რო­ვარს მო­ი­ცავს, უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­თო­გე­ნუ­რია რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, ისე ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის. სალ­მო­ნე­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის მთლი­ან ჯაჭვში (სა­საკ­ლაო, ხორ­ცი­სა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო და სა­ზკ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი) წარ­მო­ე­ბის და ჰი­გი­ე­ნის სა­ნი­მუ­შო პრაქ­ტი­კის და­ნერგვა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ