აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი დღეს, გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა – რა დაწერა მან გარდაცვალებამდე

აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი დღეს, გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 

„მლოცველნო მომიხსენიეთ ხვალ 30.07.2024-ში დილით. ცხოვრების სავალ გზებზე უფალი ყველას თავის სატარებელ ჯვარს გვარგუნებს, ზოგს მძიმეს და ზოგსაც მსუბუქს. ხოდა ერთ ერთი მათგანი მეც ვარ,ვისაც მძიმე ჯვრის ტარება მარგუნა უფალმა. თითქმის დღემდე ვატარე ეს მეტად მტკინვეული მძიმე ჯვარი გულით.განსაკუთრებით კი ბოლო 16 წელი. მეტი ვეღარ შეძლო ჩემმა მტკინვეულმა გულმა, რადგანაც ხვალ 30.07.2024 – ში წმ. მარინეს ხსენების დღეს მიტარდება გულის ოპერაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 – წლის თავზე. ვიცი უფალი და დედაღმრთისმშობელი იქნებიან ჩემი შემწე და ასევე ოპერაციის დროს თავთან ჩემი მფარველი ანგელოზები მეყოლებიან, წმ. მარინე და ჩემი ვაჟკაცი შვილი ვახტანგი. “მშვიდობით იყავით ნუ დაღონდებით“. – წერდა მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში, ოპერაციის წინ.  

შესაძლოა დაგაინტერესოთ