“ძალიან სამწუხარო ამბავი” – გურამ თუშიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელი ტედი რინერის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

თითქოს მთელი შეხვედრა ქართველის აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ რინერმა თავისი გდებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი მაპროვოცირებელი სიტყვებით გურამის გაღიზიანება სცადა.

ცხადია, ქართველს ფრანგისგან შეურაცხყოფა უყურადღებოდ არ გაუტარებია და საკადრისი პასუხი როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად გასცა, ეს კი თუშიშვილისთვის დასასრული აღმოჩნდა.

ნაცვლად იმისა, რომ გურამი ახლა რეპეშაჟის შეხვედრებისთვის უნდა მომზადებულიყო, რინერის უღირსი ქმედებისთვის პასუხის გაცემის გამო ქართველი ტურნირიდან ოფიციალურად მოხსნეს!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუშიშვილს ძიუდოს ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა | სასჯელი ეხება ოლიმპიურ თამაშების ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებას, ასევე სხვა ტურნირებს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი: გურამ თუშიშვილი, ხვალ, გუნდურ შეჯიბრში დისკვალიფიკაციის გამო ვეღარ იასპარეზებს.ასევე, გურამ თუშიშვილს ეკრძალება სხვა ტურნირებში გამოსვლაც, სანამ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.”

შესაძლოა დაგაინტერესოთ