ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე სამძიმრის წერილს ავრცელებენ

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილში. ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

„დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“ – აღნიშნულია სამძიმრის განცხადებაში. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ