ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ესპანეთის ცაზე – ტურისტები ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელების მფრინავი აპარატი ნახეს

ესპანეთში, იბიცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება, ტურისტებმა ტელეფონის ვიდეო კამერებით შეძლეს.

ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მთვარესთან ერთად, ცაში კიდევ ერთი მნათობი ობიექტია, რომელიც რამდენიმე წამში მოულოდნელად ქრება.

მფრინავი ობიექტის კადრები, სოციალურ ქსელში მალევე ვირუსულად გავრცელდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მათ უცხოპლანეტელების მფრინავი აპარატი ნახეს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ