ალჟირელმა იმანე ხელიფმა პარიზის ოლიმპიადაზე კრივში პირველი გამარჯვება იზეიმა.
მის ასპარეზობას და ტურნირზე დაშვებას მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ის ტრანსგენდერი ქალია და ბევრის თქმით, კრივში ქალ სპორტსმენებზე ფიზიკური აღნაგობის გამო უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამჯერად იმანე ხელიფი იტალიელ ანჟელა კარინს ხვდებოდა, რომელმაც 46 წამის შემდეგ ბრძოლაზე უარი თქვა და ავტომატურად, მოგება ალჟირელს ჩაეთვალა.
“ასე ძლიერად ცხოვრებაში არ მომხვედრია, ეს ყველაფერი ოლიმპიური კომიტეტის კისერზეა!” – ამბობს იტალიელი მოკრივე.