ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ქართველმა იაპონიის წარმომადგენლის დამარცხების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„სიგიჟეა, სიზმარში ვარ, დაუჯერებელია, მიყვარხართ, იმედია ბედნიერები ხარ და გიხარიათ, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენელი ვარ. მიყვარხართ, დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“, – თქვა ლაშა ბექაურმა.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მწვერვალებისკენ სვლას განაგრძობს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.
“ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ გაჩერდე და რაღაც ელემენტარულს დაკმაყოფილდე. ვიცი, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება და მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაციის მიცემა შემიძლია. მინდა, რომ ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომელიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, რომ ამას გავაკეთებ,” – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
ცნობისთვის, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს, ძიუდოისტი ლაშა ბექაური წარადგენს. წინა ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა, ახლა კი ნახევარფინალში ბრძოლას განაგრძობს.