როგორც ცნობილია ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილს შეხვდება.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.
მანამდე გაიცანით:
ვინ არის ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი?
საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტი ტრისტან, (ტატო) მოსახლიშვილი ესპანეთის ღირსებას იცავს პარიზის ოლიმპიადაზე. მოსახლიშვილი თელავში დაიბადა და 2020 წლამდე საქართველოს სახელით ჭიდაობდა. ესპანეთის მოქალაქეობა მან გასულ წელს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ტატო და ლაშა მანამდეც შეხვდნენ ერთმანეთს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბექაურმა მოსახლიშვილს იპონით მოუგო. მოსახლიშვილი მაშინ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა
მოსახლიშვილის მიღწევები:
21-წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2016, 2017, 81 კგ), 21-წლამდელებს შორის ევროპის თასის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2016, 81 კგ), სამბოში ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015, 75 კგ).
ქართველების შერკინების დაწყების დრო დაახლოებით 18 საათიდან 18.40 -მდეა, მანამდე შეგიძლიათ სხვა შეხვედრებიც ნახოთ, ქვედა ბმულებზე: