რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, კითხვებზე პასუხები ახლავე მიიღოთ და გადაუჭრელი პრობლემები სამომავლოდ არ დატოვოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. სხვა ადამიანების აზრს პატივი ეცით და ნუ ეცდებით, რომ კამათის დროს ოპონენტზე ზეწოლა მოახდინოთ. ოჯახს საოჯახო საქმეებში თქვენი დახმარება სჭირდებათ და იმედს ნუ გაუცრუებთ. მით უმეტეს, რომ სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.
კურო
ჩანაფიქრის განხორციელებას ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა სჭირდება, თუმცა დღეს ამის სურვილს ვერ გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებთ ამოცანის შესრულებას. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.
ტყუპები
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერთ და საჭირო დროს, საჭირო რჩევის მოცემა შეუძლია. ასევე, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ და მენეჯმენტის ქება დაიმსახუროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება თქვენი პატარა სურვილები ახდეს, ამიტომ ეცადეთ, ძალისხმევა სწორად მიმართოთ. რთულ სიტუაციაში ძალების მოკრეფას და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.
ლომი
ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. გირჩევთ განმარტოებით იმუშაოთ, რადგან სხვების დახმარება არაფერში გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი – ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ.
ქალწული
ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვა და მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან – გამორიცხული არ არის, რომ მათგან რომელიმემ თქვენი მოტყუება სცადოს. ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, საღამოს საქმეზე არ იფიქროთ.
სასწორი
წინდახედულება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე დანაკარგების გარეშე დაასრულოთ და ბევრი რთული საკითხი გადაჭრათ. ეცადეთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და სათადარიგო ვარიანტებზეც იფიქროთ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. კოლეგებთან პროფესიულ თემებზე ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თქვენი უადგილო კომენტარით არავინ შეურაცხყოთ.
მორიელი
ამ დღეს ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის გეგმების შეცვლა მოგიწევთ, თუმცა ამის გამო არ უნდა ინერვიულოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. სასურველია მნიშვნელოვანი საუბრები და განხილვები სხვა დღისთვის გადადოთ – ამ დღეს კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. სხვების რჩევა და დახმარება უფრო დაგაზიანებთ, ვიდრე გარგებთ. ეცადეთ, რუტინული ამოცანა არასტანდარტული გზით გადაჭრათ და კოლეგები გააოცოთ. სიმტკიცე და თავდაჯერება საიმედო მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ, მაგრამ არც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაივიწყოთ – დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ.
თხის რქა
ამ დღეს აქტიურობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ფრთხილად უნდა იყოთ – შესაძლოა, უმნიშვნელო კამათს დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. წვრილმან დავალებებს ნუ უგულებელყოფთ, გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება.
მერწყული
მოემზადეთ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობები თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან და თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის დროს მეტი თავდაჯერება და პრინციპულობა გამოიჩინოთ. დიპლომატიური უნარები ყოფილი ოპონენტების მეგობრებად ქცევაში დაგეხმარებათ.
თევზები
ამ დღეს ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. სახლში ჯდომისთვის შეუფერებელი დღეა – ახლა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა გჭირდებათ. მოერიდეთ უმნიშვნელო მიზეზის გამო ადამიანების გაკრიტიკებას. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.
წყარო: ფანტაიმი