უკვე აღარავის აკვირვებს ის, რომ ბაზრობებსა თუ მცირე მაღაზიებში წონაში ან თანხის დაანგარიშებაში ხშირად გვატყუებენ. მაგრამ რა ხდება მსხვილ სავაჭრო ქსელებში? როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდ ტყუილებს მომხმარებელი სწორედ აქ უნდა ელოდოს.
ქვემოთ საუბარი იქნება იმ რეალურ მეთოდებზე, რომლებითაც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა ხდება დიდ სუპერმარკეტებში და რომლებზეც თავად სუპერმარკეტების თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი.
ელექტროსაქონლის მაღაზიები
1. თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი, პროდუქტზე ქარხნული წუნის შემჩნევისას, გამოიტანს ხოლმე აღნიშნული პროდუქტის მთელ პარტიას მაღაზიებიდან, აღმოფხვრის დეფექტს და აბრუნებს დახლებზე უკვე 30-50%-იანი ფასდაკლებით. ბევრი მაღაზია სწორედ ამ შეკეთებულ პროდუქტს გვთავაზობს ე.წ. “სეილის” დღეებში თან გვაფრთხილებენ, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: მყიდველს უფლება არა აქვს დაზიანებული საქონელი უკან დააბრუნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ოფიციალურად გააფრთხილეს საქონლლის ნაკლოვანებების შესახებ და ყველა არსებული დეფექტი დეტალურად არის მითითებული ჩეკზე, იარლიყზე თუ ცალკე საბუთში. წუნდებული და ქარხნის მიერ ხელახლა გარემონტებული საქონლის გარჩევა შესაძლებელია ეტიკეტზე არსებული წარწერით REF — Refurbished.
ელიტური საცვლების მაღაზიები
2. ხშირად ამგვარ მაღაზიებში შემოაქვთ ბაზრობის იაფფასიანი საქონელი, რომელსაც ბრენდული საქონლის გვერდით ათავსებენ, ოღონდ მასთან შედარებით დაბალ ფასს ადებენ. მყიდველს ეს ბრენდული საცვლები ჰგონია და კმაყოფილი რჩება ასე დაბალ ფასად რომ “ჩაუვარდა”.
პროდუქტების მაღაზიები
3. ძალიან ბევრი გამყიდველი აღიარებს, რომ მაღაზიათა ადმინისტრაცია მათ ვადაგასული პროდუქტისთვის “ახალი სიცოცხლის” მიცემას აიძულებს. ეს კი შემდეგი ხერხით ხდება: ძეხვს სარეცხი საშუალებებით აცილებენ ნადებს, შებერილ რძემჟავა პროდუქტების პაკეტებს ქინძისთავით ხვრეტენ და ა.შ.
4. თუ ვადაგასული პროდუქტის გაყიდვა მაინც ვერ მოხერხდა, მას მწარმოებელს უბრუნებენ, იქ კი ძეხვი და სოსისი ხელახლა გადის წარმოების პროცესს – გადამუშავდება, შეერევა ახალ ფარშს და ისევ “საკვებად ვარგისი” ხდება.
5. ხილი და ბოსტნეული დიდხანს დების შედეგად შრება, შესაბამისად წონაშიც იკლებს. ამიტომ მათ წინასწარ წონიან და აფასოებენ პაკეტებში.
6. თევზს, ზღვის პროდუქტებსა და ბოსტნეულს წყალი ესხმება და მომენტალურად ხდება მათი გაყინვა. ამგვარად წყალი ხშირად პროდუქტის საერთო წონის 30-40%-ს შეადგენს.