„ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ რა სიტყვებსაც იმსახურებდა, არასდროს მითქვამს“ – გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველის შვილი

2 წელი გავიდა გუდაურის ტრაგედიიდან, რომელშიც მაშველი პილოტები დაიღუპნენ.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მაშველის, კახა ტორჩინავას შვილები გმირ მამას იხსენებენ.

„უნაკლო იყო, ჩემთვის, იდეალური ყველაფერში. ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ხედავ, უცებ ეს ხდება და უნდა შეეჩვიო. ბედნიერების მიზეზიც ის იყო… ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ რა სიტყვებსაც იმსახურებდა, არასდროს მითქვამს.

საყვარელ ადამიანებს ახლავე ის სიტყვები ვუთხრათ, რასაც იმსახურებენ. მადლობა მეთქმის, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ბედნიერებაში. უნდოდა, კარგი მომავალი მქონოდა. ძალიან ბევრი მადლობა მეთქმის“, – ამბობს გუდაურის ტრაგედიის გმირის შვილი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ