“ჩაქრა კიდევ ერთი სიცოცხლე, გაჩერდა თბილი და უკეთილშობილესი ადამიანის გული…”- ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

,,მინდა ყველას გაცნობოთ რომ,24 ივლისს კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტმა დაგვტოვა და უდიდესი სევდა დაგვიტოვა.

გარდაიცვალა არაჩვეულებრივად უკეთილშობილესი და უსაყვარლესი ქალბატონი,
რომელიც მუდამ მზად იყო,დახმარებოდა ნაცნობს თუ უცნობს,დაუფიქრებლად ხელს უწვდიდა იგი, ყველას. თვითონ კი არასდროს არავის შეაწუხებდა. დატოვა ორი საუკეთესო შვილი,ლევან და მაია შარაშენიძეები სამაგალითო დაძმა როგორც მისი უახლოესი მეგობარი,ვისურვებდი
ღმერთმა გვიმრავლოს,დარეჯანის მსგავსი  ქართველები.

მ ა ნ ა ნ ა  გუგუშვილი
პანაშვიდი და დაკრძალვა არის 30 ივლისს, პანაშვიდი 9 დან 11საათამდე-ლივინქსტონი
გამოსვენება – 1-30 სთ ზე”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ