29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი მოვლენებით დატვირთული და წარმატებული იქნება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გააზრებულად იმოქმედოთ. მოვლენების განვითარება თქვენთვის სასარგებლო იქნება. კარგი დროა გარიგებების დასადებად. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

კურო

ბოლო დღეებში ბევრი საქმე დაგიგროვდათ, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა აირჩიოთ და მოქმედებას შეუდგეთ. გახსოვდეთ, რომ დღეს დაწყებული საქმეები დღესვე უნდა დაამთავროთ, სამომავლოდ გადადების გარეშე. მოლაპარაკებები შუადღისას უფრო წარმატებული იქნება. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელოთ, მაგრამ საკუთარი პოზიცია დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.

ტყუპები

გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და შექმნილი სიტუაცია გაიაზროთ. გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ აიცილოთ შეცდომები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ და არავის ეკამათოთ. ყველგან და ყოველთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებამ შეიძლება გავლენიან ადამიანთან ურთიერთობა გააფუჭოს. ეცადეთ, თანამოსაუბრის არგუმენტები გაითვალისწინოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ ჯობს, დახმარება ითხოვოთ.

ლომი

ამ დღეს სახლში გაუთვალისწინებელი პრობლემები გელით, რაც თქვენს მონაწილეობას და გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან შეცვლა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ, რომელიც სასურველია, რომ თანამოაზრეებთან ერთად განიხილოთ. ბასრ საგნებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების ალბათობა მაღალია.

ქალწული

ფინანსური საკითხების მოგვარების, ინვესტიციების ან ახალი ვალდებულების აღებისთვის ხელსაყრელი დღეა. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა. ამ დღეს ყველა სადავო საკითხის მოგვარებას და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ნდობის აღდგენას შეძლებთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.

სასწორი

ხელსაყრელი დროა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. ძველ, მოსაწყენ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით, ახალი საქმეების დაწყებისგან კი თავი უნდა შეიკავოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ დახმარება ახლობლებს სთხოვოთ, რომლებიც შესანიშნავ რჩევას მოგცემენ. დროა, პირადი ურთიერთობები ახალ, უფრო სერიოზულ დონეზე გადავიდეს. ამისთვის მზად ხართ?

მორიელი

წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ამ დღეს ყურადღება სოციალურ საკითხებზე უნდა გაამახვილოთ. კარგი იქნება თუ ადამიანების დადებით თვისებებს აღნიშნავთ – ამისთვის მადლობას გეტყვიან.

მშვილდოსანი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავების განლაგება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან ვინმეს საიდუმლო გაიგოთ, რომელიც არავის არ უნდა გაუმხილოთ. გირჩევთ, სამომავლო გეგმები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ – ეს საბედისწერო შეცდომისგან დაგიცავთ. სრული უფლება გაქვთ, საღამოს პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი უფრო წარმატებულია, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. საღამოს მცირე უსიამოვნება გელით, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმეების დასრულებას ვერ შეძლებთ.

მერწყული

მოემზადეთ დაძაბული და საინტერესო დღისთვის, როდესაც ბევრი მოძრაობა, კამათი და საქმის კეთება მოგიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. თქვენს წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ გირჩევთ, ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. დროა, ვარჯიში დაიწყოთ.

თევზები

უმიზეზო სევდა და დეპრესიული განწყობა მუშაობაში და ურთიერთობებში ხელს გიშლით. განწყობის ამაღლებისთვის ოპტიმისტ, ხალისიან ადამიანებთან ურთიერთობა გჭირდებათ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

წყარო: funtime.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ