ტრაგედია – საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავდა  კიდევ ერთი  პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს  ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შესაძლოა დაგაინტერესოთ