დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ერთი პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.