მერის დაუდეკლარირებელი საათები – ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

მერის საათები – 1 კვირის წინ, ცნობილმა ვლოგერმა, ჩად ალექსანდერმა ვიდეო ბლოგი საქართველოს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიუძღვნა.  ავტორი ყურადღებას ამახვილებს მდიდარი ადამიანების მდიდრულ აქსესუარებზე, რომლითაც ისინი ევრო 2024-ზე, გერმანიაში ჩავიდნენ. 

“პიჟურნის” 229 ათას დოლარიანი საათით, რომლის ღირებულებაც600 ათას ლარზე მეტია, კალაძე დორტმუნდში, 19 ივნისს, საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრებად ჩავიდა. ვლოგში მოხვედრილი ერთი ფოტოს გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე მტკიცებულება, რომ დედაქალაქის მერს, ხელზე, ნამდვილად შვეიცარიული ბრენდის, ორიგინალური მოდელი ეკეთა. 

ამ ვიდეოში კახა კალაძე და მისი ეს საათი, ევრო 2024-ზე წარმოდგენილი, ყველაზე ძვირფასი თორმეტი საათის ჩამონათვალში მოხვდა. თბილისის მერთან ერთად, ამავე ვლოგში,  ჩად ალექსანდერმა ისაუბრა ქრისტიანო რონალდოს ნახევარ მილიონიან ,,ფრენკ მილერის’’ შვეიცარიულ აქსესუარზეც. კახა კალაძე რომ უმდიდრესი ადამიანებისა და უძვირფასესი საათების სარეიტინგო სიაში მოხვედრით კმაყოფილია, ეს ცხადად ჩანს, რადგან ის ცნობილი ვლოგერის ამ ვიდეოს, საკუთარი ოფიციალური გვერდიდანაც იწონებს. 

კახა კალაძის ხელზე აღმოჩენილი 600 ათას ლარიანი აქსესუარი ფრანსუა-პოლ ჟურნმა, საგანგებო ფორმულირებით შექმნა, რაც “გამოგონილს’’ ნიშნავს. 

  • რატომ არ წერია მერის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არცერთი აქსესუარი, რომელსაც ის საჯარო სივრცეში ყოფნისას ატარებს? ამ აქსესუარების ნახვა, კალაძის ინსტაგრამ გვერდზე და სატელევიზიო არქივშიც მრავლად შეიძლება. 

რას ამბობს კანონი?

  • საჯარო მოხელემ დეკლარაციის მე-4 გვერდზე უნდა ჩაწეროს ნებისმიერი სახის მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება. მათ შორის ავტომობილი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფერწერული ტილო, სამკაული, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა მოძრავი ნივთი. 

კახა კალაძე სავარაუდოდ საქართველოში არ არის, ამიტომ არსებული კითხვებით, “შაბათის ეთერმა” მერიის პრესსამსახურს მიმართა. 

სახეზეა მორიგი მცდელობა საზოგადოების დეზინფორმირებისა და სიცრუის ტირაჟირების, რის გამოც ერთ-ერთი სასამართლო პროცესი ტელეკომპანია “პირველს” წაგებული აქვს – წერია ოფიციალურ პასუხში, რომელიც “ტვ პირველის” “შაბათის ეთერმა” მიიღო. 

ცნობისთვის, ამ  შეხსენებიდან 24 საათში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მიდის და ტელევიზიიდან 15 ათასი ლარის ამოღებას ითხოვს, მაშინ როცა გადაწყვეტილება სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის 1 ნოემბერს მიიღო. 

ანტიკორუფციული ბიუროს შეფი, რომელსაც დეკლარაციების მონიტორინგი კანონით ევალება, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ “თბილისის მერს კარგი გემოვნება აქვს და რომ ის კეთილსინდისიერი ჩინოვნიკია”. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მკვლევრები უკვე 12 წელია, აკვირდებიან კახა კალაძეს და ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ ქონებას მალავს. 

მკვლევარების თქმით, კალაძის საჯაროდ გამოქვეყნებულ ძველ ფოტოებში არაერთ ძვირადღირებულ აქსესუარი ხვდება, რომელთა დეკლარირებაც, დედაქალაქის მერს, 12-თან არცერთ დეკლარაციაში არ უფიქრია. 

მერის დაუდეკლარირებელი საათების კოლექცია – ვრცლად ნახეთ, მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში

წყარო: tvpirveli.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ