მამაკაცი, რომელსაც 2 რეგიონის პოლიცია უშედეგოდ ეძებდა გარდაცვლილი ნახეს. მისი მეუღლე საკუტარ ფეისბუქ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
ჩემო სიცოცხლე როგორი უსაშველო ტკივილი დამიტოვე გულში ძალიან მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრებიუფალმა გამინათლოსშენი სულიუფალო გთხოვ მომეცი გამძლეობა
ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს, დურუ ჩიხლაძეს ეძებენ. ინფორმაცია „დაიჯესტს“ დაკარგულის მეუღლემ დაუდასტურა.
როგორც დურუ ჩიხლაძის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი ჰყვება სამძებრო სამუშაოებში ზესტაფონისა და ქუთაისის პოლიციაა ჩართული. მისი თქმით, მეუღლე სახლიდან თავად გააცილა.
„დილის 10:17 საათზე ჩაჯდა მარშუტში, ამის შემდეგ ქრება. ეძებს ქუთაისისა და ზესტაფონის პოლიცია. სახლიდან თავად გავაცილე. ეცვა ნაცრისფერი ზედა, კრემისფერი შორტი და ეკეთა სათვალე, რომელიც სურათშიც ჩანს. ასევე ვერცხლის დიდი ჯაჭვი უკეთია. ამბობენ კამერებში ფიქსირდებაო და ქუთაისის ქუჩებში დადისო, თუმცა ჯერ ვერ ვპოულობთ“, – ჰყვება დაკარგულის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
597047430 – მარი კვანტრიშვილი