ინდოეთში პითონის თავდასხმისგან მოსახლეობის დაზარალება უკვე არავის აღარ უკვირს, მაგრამ ამ მამაკაცს ნამდვილად გაუმართლა. მედიაში ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ჩანს, რომ ინდოელ მამაკაცს, რომელიც ტყეში თავისთვის ისვენებდა, ოთხმეტრიანი პითონი თავს დაესხმა და მისი დახრჩობა სცადა.
შემთხვევა მადჰია პრადეშში მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ტყეში მუშაობისას, ერთ-ერთ ბუჩქთან დასვენება გადაწყვიტა და იქვე ჩამოჯდა.
როდესაც ინდოელი მტაცებლის ხელში აღმოჩნდა, ყვირილი სცადა, მაგრამ პითონი უკვე მთელ სხეულზე ჰქონდა შემოხვეული. ძლიერად უჭერდა კისერზე და ახრჩობდა. ერთ მომენტში გაიბრძოლა და მთელი ხმით იყვირა, რა დროსაც ადგილობრივებმა კაცის ხმა გაიგეს და საშველად მივიდნენ.
რამდენიმე მამაკაცმა ქვეწარმავალს ჯოხებით სიკვდილამდე სცემეს და თანამემამულე დარჩობას გადაარჩინეს.