ქართული ოცნების თავმჯდომარი, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, სადაც ბოლო აქტიურობა 10 დღის წინ, 16 ივლისს, ახალი ოფისის გახსნისას ფიქსირდება, მოქალაქეები კომენტარებში წერენ:
“ირაკლი, შენი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე, არასწორადაა მასწავლებლების ხელფასები განაწილებული!”
“ეს წუთია დავტოვე კომენტარი პარტია ოცნების სატელიტ პარტია ხალხის ძალა-ს ჯგუფში. ეს არ არის პირველი, სხვა კომენტარებიც დავდე და არ პასუხობენ, თუ არ მოეწონებათ შლიან. დავაკოპირებ და აქ გადმოვიტან.
საჭირო ინფორმაციის დამალვა ბიძინა ივანიშვილისგან არის თუ არა ღალატი პარტიის წევრებისგან?
თამარ ჩიბურდანიძე თქვენ ამბობთ: “ისეთ დღეშია ოპოზიცია უცხოელი ლობისტების რეპუტაციული განადგურებით, რომ ისინი არჩევნებამდე გაიქცევიან ქვეყნიდან. ამის საშუალება კი, არ უნდა მივცეთ, მათ სასამართლო ელით.”
ე.წ. ოპოზიცია კი საწინააღმდეგოს ლაპარაკობს, რომ ისინი თქვენ დაგამთავრებენ 26 ოქტომბრის არჩევნებით და პირიქით თქვენ მოგიწევთ გაქცევა აეროფლოტის თვითმფრინავებით რუსეთში. ხოლო ვინც ვერ მოასწრებთ პირველი რეისით გაქცევას ყველას დაგაპატიმრებენ. დაპატიმრებულებს კი როგორ მოგექცევიან არ არის ძნელი წარმოსადგენი, მაგის დიდი გამოცდილება აქვთ.
ეხლა შემხვდა ვიდეო ჩანაწერი სადაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მრავალ გზის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ამბობს: “ოპოზიციამ წინასწარ გამოაცხადოს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატად” ანუ წინსწრებით არჩევნები უმრავლეობით მოიგეს და თავისი პრეზიდენტიც დანიშნეს.
თქვენ ხალხის ძალა / People’s Power თანახმა ხართ ასეთი შედეგის, ან თუნდაც ასეთი აგიტაციის, ხალხის დაპროგრამების? მე თქვენ პარტიას შევეკითხე სხვა სტატუსში ბიძინა ივანიშვილის მოღალატეები, მტრები ხართთქო, მე გამოვთქვი აზრი რომ ხელისუფლება არის ჩიხში და საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი, შემოგთავაზეთ დახმარება ჩიხიდან გამოსვლისთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არავინ შეატყობინეთ, რატომ უმალავენ ოცნების და ხალხის ძალა / People’s Power წევრები ბიძინა ივანიშვილს მომხრეებს?
ამდენად აქედან გამომდინარე თქვენ ხართ ოპოზიციის ფარული მომხრეები და ბიძინა ივანიშვილის და პარტია ქართული ოცნების მოღალატეები. რატომ არ მპასუხობთ წერილებზე, რატომ არ გაქვთ რეაგირება?”