ნეპალში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. მასში ეკიპაჟის ორი წევრი და 17 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ.
მაშველებმა მხოლოდ ერთი პილოტის გადარჩენა შეძლეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავიაკატასტროფის გამო აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო, ხოლო შემდეგ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.