ვინ იქნება “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი და ვის ფიქრობს ოპოზიცია?

ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი? მმართველ პარტიაში არ ამბობენ, სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა. თუ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სკამისთვის ბრძოლას დაიწყებს, მისი მთავარი კონკურენტი  სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილი იქნება.

ამ დროის მონაცემებით, პროდასავლური ოპოზიცია მზადაა, სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘ, ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲕᲔᲠᲓᲨᲘ ᲣᲓᲒᲐᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲡ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ, ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲘᲗ ᲐᲠᲐᲗᲣ ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲖᲣᲠᲐᲑᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲐᲛ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲞᲔᲥᲢᲠᲘᲡᲒᲐᲜ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲠᲐᲗᲐᲜᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲣᲚᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ. ᲛᲔ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲮᲔᲚ ᲕᲔᲣᲑᲜᲔᲑᲘ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐᲡ – ᲗᲣ ᲛᲐᲗᲘ ᲙᲐᲜᲓᲘᲓᲐᲢᲘ ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲖᲣᲠᲐᲑᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ, ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲤᲠᲝ ᲒᲐᲒᲕᲘᲐᲓᲕᲘᲚᲓᲔᲑᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲐ”- ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ “ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ” ᲓᲔᲞᲣᲢᲐᲢᲛᲐ, ᲐᲚᲣᲓᲐ ᲦᲣᲓᲣᲨᲐᲣᲠᲛᲐ. 

სასჯელაღსრულების მინისტრიც ამტკიცებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი.

რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას, რატი ბრეგაძე “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს აქებს და აცხადებს, რომ “ბატონი ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება”.

წყარო: ტვ პირველი

შესაძლოა დაგაინტერესოთ