ღმერთო უშველე!!! სვანეთის მთებში ხუთი დღის წინ დაკარგული ორი ახალგაზრდის მიერ გამოგზავნილი ბოლო ვიდეო ვრცელდება

დაკარგულმა ახალგაზრდებმა სწორედ ეს ვიდეო გაუგზავნეს ნათესავებს ბოლოს – “სვანეთინიუსი” დაკარგული ორი ახალგაზრდის ვიდეოს ავრცელებს.

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა გიორგი და გოგიტა გვიჩიანები გაუჩინარდნენ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ანა წერედიანი ავრცელებს. 

მისი თქმით, ბიჭებს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

„მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა“, – წერს ანა წერედიანი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

მათი ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. 

სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ