საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა 3:1 – ნახეთ ყველა გოლი (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრია დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც პოდგორიცაში გაიმართა, ანგარიშით 1-3 დასრულდა

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, 33-ე წუთზე კი „ჯვაროსნების“ უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხეს, თუმცა 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ხვალ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.

შესაძლოა დაგაინტერესოთ