“გავერთიანდეთ დათიკოსთვის…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება დათი ქოქრაშვილის შესახებ, რომელსაც  კვლავ დახმარება სჭირდება

შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილი კიდევ ერთი ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ისრაელში მცხოვრები ქართველი, ოჯახის ახლობელი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო! კიდევ ერთხელ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: გავერთიანდეთ დათიკოსთვის.

ყველამ ვიცით, პატარა დათიკო დედ-მამასთან ერთად იმყოფება ამერიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას.  

დათიკოს უტარდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი დაგეგმილია 9 აგვისტოს. ამერიკაში მკურნალობა, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხარჯია და გთხოვთ, ვისაც რა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავუდგეთ ოჯახს. მათთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია.

საქართველოს ბანკი – GE90BG0000000101545483

მიმღები – დედა, ქრისტინე მამუკაშვილი

თიბისი ბანკი – GE05TB7962745064300024

მიმღები – დედა, ქრისტინე მამუკაშვილი.

სიკეთე გადამდებია. გთხოვთ, პოსტი გადააზიაროთ“, – წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ