24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ვიტამინების დეფიციტი. ახალი სასიყვარულო თავგადასავალი თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

კურო

ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან და თქვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. თავადაც ვერ ხვდებით რამდენის გაკეთება შეგიძლიათ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა და მონდომება. შესაძლოა, ოჯახის წევრს ან მეგობარს პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თქვენი დახმარება დასჭირდეს და იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

თქვენ გარშემო შექმნილი ქაოსი და აურზაური მუშაობაში ხელს გიშლით. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის დრო გჭირდებათ. თქვენი ძალისხმევით ოჯახში არსებული დაძაბულობა დასრულდება. გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, ჩვეულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

კირჩხიბი

თუ შესაძლებელია, ეცადეთ სახლის გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. წყალთან სიახლოვე ენერგიით აგავსებთ. მოემზადეთ ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მომსახურე პერსონალის უხეშობას, ხვალ ეს ამბავი აღარ გემახსოვრებათ. ფინანსურად სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დროა ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ.

ლომი

ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილი მეგობრების პოვნა რთულდება, თუმცა ლომები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს. გირჩევთ, სახლში არ ჩაიკეტოთ და ხმაურიან წვეულებაზე მიწვევა მიიღოთ. სწორედ აქ გაიცნობთ ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს იგრძნობთ და ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

ქალწული

ჯიუტად არ გსურთ წარსულის გამოცდილების გათვალისწინება და ძველ შეცდომებს იმეორებთ, რის გამოც მოგვიანებით იტანჯებით. ვარსკვლავები თქვენგან მეტ სერიოზულობას და გონიერებას ელიან. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სასწორი

სასწორებო, საკუთარ თავს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა აიძულოთ, რომლებიც არ მოგწონთ. მოერიდეთ მათ, ვინც მუდმივად უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით და ვისგანაც მადლიერების სიტყვები არასოდეს გესმით. ურთიერთობისთვის შეარჩიეთ ადამიანები, რომელთა გვერდით ყოფნა ნამდვილად გსიამოვნებთ.

მორიელი

ვარსკვლავების მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმეები დროულად და წარმატებით დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისთვის. ეცადეთ, პირად ცხოვრებასა და მუშაობას შორის მკვეთრი ზღვარი გაავლოთ და გაუთვალისწინებელი ხარჯები შეამციროთ, რათა ფინანსურ კრიზისში არ აღმოჩნდეთ.

მშვილდოსანი

მუდმივად დაღლილობის შეგრძნება შეიძლება ავადმყოფობის დაწყებაზე მიანიშნებდეს. თუ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, ექიმთან ვიზიტზე უნდა ჩაეწეროთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია თქვენთვის შესაფერისი მცენარეული ჩაი შეარჩიოთ.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ გვერდით მყოფ ადამიანებს – შესაძლოა, მათგან ერთ-ერთის პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან ერთად უცნობ ადგილებში სეირნობისგან. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – შეატყობინონ ახლობლებს ვისთან ერთად და სად მიდიხართ, ან უმჯობესია, საერთოდ სახლში დარჩეთ.

მერწყული

ბრაზი, რომელსაც ახლა გრძნობთ, წინსვლაში ხელს გიშლით. დროა, წარსულს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს, დაემშვიდობოთ და მომავალზე იფიქროთ. ამით თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ.

თევზები

გირჩევთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. სავარაუდოდ, თქვენ გვერდით ცუდი განზრახვის მქონე ადამიანი გამოჩნდა. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

წყარო: ფანტაიმი

შესაძლოა დაგაინტერესოთ