ეთიოპიის სამხრეთით ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, ეთიოპიაში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა დიდი პრობლემები ქვეყნის სახრეთ ნაწილში შექმნა, რამაც, თავის მხრივ, მეწყერი გამოიწვია.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, დაღუპულთა შორის ქალები, ბავშვები და პოლიციის თანამშრომლები არიან.