ბოლნისში, ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს:
„გლოვობს ჩემი ბოლნისი გარდაიცვალა საბა დავითაძე 29 წლის. მშვიდად განისვენე იმიერში ანგელოზო
ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო….
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება.
ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია…
გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის…გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის? ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული“.