შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო ვაუჩერი 800 ლარით ფინანსდება და 15 სექტემბრის ჩათვლით არის გამოყენება შესაძლებელი.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ტერიტორიაზე, არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების დაფინანსებას.