ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა სრულიად საქართველოში.
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. “შევქმენი პირველი თოჯინა – მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა – ნიკოლო. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა. შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.
ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა უშბა და თეთნულდი, რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ქართული თეატრის ამ დანაკლისის გამო და უსამძიმრებს ბახვა წერედიანის ოჯახსა და ახლობლებს” – წერს კულტურის სამინისტრო.
ასევე დაგაინტერესებთ: