რიკოთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მანქანა მოიყოლა – საშინელი კადრები უღელტეხილიდან

რიკოთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მანქანა მოიყოლა – რიკოთის უღელტეხილიდან საგანგაშო ვიდეოკადრები ვრცელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

მოქალაქეების ინფორმაციით, რიკოტის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.

“უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო. 
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე,” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

პარალელურად, რიკოთის უღელტეხილიდან გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ძლიერი წვიმის მძიმე შედეგებია ასახული.

შესაძლოა დაგაინტერესოთ