რაჭაში საშინელი ავარია მოხდა: დაიღუპა 3 ადამიანი, აქედან 1 არასრულწლოვანი, 2 – დაშავდა

ონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაიჯესტს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ