ონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაიჯესტს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.