“ავტომობილის მართვისას ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა… არის მსხვერპლი” – საზარელი შემთხვევის დეტალები

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. 

მათი ცნობით, 53 წლის კაცი, რომელიც მსუბუქი მანქანის მძღოლი იყო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის ავტომობილის მართვისაც ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მანქანა და გარდაცვლილი კაცი მდინარიდან ამოიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ