“მიწისძვრები კიდევ იქნება, ძალიან ფრთხილად იყავით” – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმთან” ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოში მიწისძვრები მოიმატებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„გუშინ, ძალიან უცნაური ხილვა მქონდა, ცნობილი ადამიანი გარდაიცვლება ციხეში.

მიწისძვრების სერიას რაც შეეხება, საქართველოში იმატებს და ათასზე მეტი ბიძგი იქნება, ყურადღებით და ფრთხილად იყვნენ, რადგან, ერთ-ერთ ადგილას საკმაოდ დამანგრეველი იქნება. საქართველოში, კიდევ ერთი მფრინავი აპარატის ჩამოვარდნის საშიშროებაა.

ასევე ბრიტანეთის მეფის შეცვლა იქნება ძალიან მალე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. შეეცდებიან მის თავიდან მოშორებასაც კი. ამერიკაში მნიშვნელოვანი ორი პიროვნებიდან, ერთ-ერთი გარდაიცვლება”,- ამბობს გოგა მანია.

შესაძლოა დაგაინტერესოთ