მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა გადაცემა „პრაიმ შოუში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ღალატზე და სოციალური ქსელის გავლენაზე ისაუბრა.
„ინტერნეტ სექსებია ისეთი. ოჯახში ქამარი ჰყავს მეორე ოთახში ვიღაც კაცს ელაპარაკება, ის იქიდან აგიჟებს და რაღაცებს აჩვენებს. ასეთები მოხშირდა ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ ქალებს არ უნდათ ფიზიკურად ქმრებს უღალატონ. ეს რა თქმა უნდა ღალატია პირდაპირი გაგებით ჩემთვის. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ხელს დაგადებს თუ ინტერნეტ სექსი გექნება თქვენთან. ამას ჩემი თაობის ბევრი ადამიანი თვლის რომ ღალატი არ არის
მეც მიღალატეს და მეც მიღალატია, აბა როგორ. შენი ფსიქიკის თამაშს არ უნდა აჰყვე, ორივე ძალიან განგრევს. როდესაც შენ რაღაცას აკეთებ ცუდს, იმის დამალვა არის ძალიან ძნელი და თამაშობ რომ არაფერი გაგიკეთებია ეს ძალიან დამანგრეველია“, – ისაუბრა ია ფარულავა.