მოქალაქე ლუკა კინწურაშვილი ოციალურ ქსელში პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაციასავრცელებს.
შროგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 9 ივლისს დღის 3 საათზე უფორმო სამართალდამცველებმა გააჩერეს, პირადობა მოსთხოვეს და გაჩხრიკეს. კინწურაშვილი წერს, რომ უმიზეზოდ გაჩერებისა და უხეში მოპყრობის გამო, კამერა ჩართო, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ტელეფონის წართმევა სცადეს.
როგორც კინწურაშვილი წერს ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიდეოს წაშლას ითხოვდა.
“9 ივლისს, დღის 3 საათზე ზოომაღაზიაში მივდიოდი, ავტობუსის გაჩერებაზე გამაჩერა პოლიციის უფორმო სამმა თანამშრომლებმა, მთხოვეს წარმედგინა საბუთები, დავინტერესდი რის საფუძველზე ინტერესდებოდნენ ჩემი ვინაობით და რომ წარედგინათ საბუთები შორიდან მაჩვენა პოლიციის თანამშრომელმა საბუთი და მეც წარვუდგინე პირადობის მოწმობა (ხელში არ გადამიცია საბუთი) მითხრა რომ მიმეცა პირადად და მაშინვე მივაწოდე. ვინაიდან უხეში ტონით მესაუბრებოდნენ თავიდანვე და არც მიზეზი უთქვამთ, რის საფუძველზე ხდებოდა ჩემი უმიზეზოდ გადამოწმება, საჭიროდ ჩავთვალე ვიდეო გადამეღო. ვიდეოს გადაღებისას ტელეფონზე მწვდა ხელში – მეორე პოლიციელმა უთხრა რომ დაენებებინა თავი. არ ვთმობდი ტელეფონს.
დაახლოებით 10 წუთში მოდის დაბურული ფანჯრებიანი შავი მანქანა, სადაც არაფერი ჩანს. გადმოდის კიდევ ერთი უფორმო, მეკითხება რა ხდება ლუკაო. ხელს მიწვდის – არ ვართმევ ხელს და ვუხსნი, რაც ხდებოდა. მწვდა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი. ჩატენეთ მანქანაშიო ამის… გადამიგრიხეს ხელები ისე, რომ ორი დღე მტკიოდა. რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა, ვთხოვდი რომ გადავეყვანე პოლიციის განყოფილებაში, რომ თავს არ ვგრძნობდი უსაფრთხოდ. მიყვიროდა და მლანძღავდა. შემდეგ გამიჩხრიკეს ჩანთა ასევე მანქანაში. ამ დროს ვითხოვდი რომ ვინმე გამვლელისთვის მაინც ეთხოვათ დასწრებოდა ჩხრეკას. ვერაფერი რომ ვერ ნახეს ჩანთაში, გადამიყვანეს ბორკილებით პოლიციაში.
პოლიციაში მათი დამოკიდებულება შეიცვალა (ახალი რომ ხარ უბანში პრევენციის მიზნით გაგაჩერეთო) პოლიციისთვის საქმიანობის ხელშეშლისთვის ხარ დაკავებულიო, მომიტანეს საბუთი და არ მოვაწერე ხელი. ვითხოვდი ოჯახთან ან იურისტთან დაკავშირებას.
განყოფილებაში მეკითხებოდნენ რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე – ცხოველების სიცოცხლე თუ გადარდებს ბავშვების(ზიგოტას) “მოკვლას” რატომ ვემხრობოდი და რაც ყველაზე საწყენია ამას ქალი მეკითხებოდა.
ათას სისულელეზე საუბრის შემდეგ პოლიციის უფროსი გამოდის და მანამდე რომ მაგინებდა, ეხლა მიწყებს საუბარს ჩემს შვილსაც არ უყვარს ხორცი და ათას სისულელით ცდილობდა ჩემი ნდობის მოპოვებას. ახალი ხარ ამ უბანში და მაგიტომ გამოწმებდითო, ტყუილად შეიქმენი პრობლემებიო. შევყავარ პოლიციის უფროსის ოთახში და ძალიან ზრდილობიანად და საყვარლად მიყვება ის მონსტრი თავის ცხოვრების ისტორიებს და მეუბნება წაშალე ვიდეო და გაგიშვებთო ან კაპეზეზე გადაგიყვანთო. აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ ვყოფილვარ, ძაღლიც ცუდად მყავდა, 4 დღე გადასხმებს ვუკეთებდი და დიდ ხნიანი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი ვიდეოების წაშლას იმ პირობით, რომ გამიშვებდნენ და კაპეზეზე არ გადამიყვანდნენ. მომხსნეს ბორკილები, მომცეს ტელეფონი, წავშალე ვიდეო და დაადეთ ბორკილები გადაიყვანეთ კაპეზეზეო.
11 ივლის გამომიყვანეს კაპეზედან, გურჯაანში ვიყავი გადაყვანილი. პოლიციაში დაბრუნებისას არ მქონია საშუალება დავკავშირებოდი იურისტს, რადგან ტელეფონი არ მქონდა თან ამიტომაც ხელი ისევ არ მოვაწერე დოკუმენტს, რომ ვეთანხმებოდი თითქოს პოლიციას ხელი შევუშალე თავის საქმიანობის შესრულებაში. სასამართლოზე ვინც პირველად ტელეფონის წართმევა ცადა, ის და კიდევ ერთი თანამშრომელი იყვნენ მოწმეები,თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე სამი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს. მოსამართლეს ვთხოვე საქმის გადადება და 22 ივლისამდე გადამიდო საქმე, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს სიტყვას პოლიციელის სიტყვაზე მეტი ფასი ექნება. ხომ ვერ მირჩევთ რომელ ორგანიზაციას შეიძლება მივმართო, რომელიც ასეთ დროს დახმარებას გამიწევს? ცამდე მართალი ვარ. თავიდან უნდოდათ პოლიციის შეურაცხყოფისთვის და ხელშეშლისთვის დაკავება, პოლიციელმა მუცელზე მიჩქმიტა და თავხედი ხარო რომ ვუთხარი ეგ ეგონა შეურაცხყოფა ალბათ და მე რომ უშვერი სიტყვებით მამკობდნენ ეგ არაფერი.” წერს ლუკა კინწურაშვილი