უკვე სამი დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობის ბურჩუ ბინიჩის შესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის – მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება. ჟურნალისტებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ “დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 100%-ით ქართველი და ლაზი აღმოჩნდა.“
ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
“ჩემი ფესვები 100 პროცენტით ქართული და ლაზურია… მე 100%-ით ქართველი ვარ,” – ამბობს მედიასთან ბურჩუ.
“ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები”, – განაცხადა მან.
- მოკლედ ბურჩუს შესახებ
ბურჩუ ბინიჩი, 1986 წლის 6 ივნისს დაიბადა და მშობლიურ ქალაქში ერზერუმში გაიზარდა. გოგონას მამის სამსახურის გამო სხვადასხვა ქალაქში უწევდა ცხოვრება, დარწმუნებული იყო, რომ მისი ფესვები რიზედან იყო.
ბურჩუ ბინიჩი, რომლის მამაც საჯარო მოხელე იყო, საბოლოოდ აიდინში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონამ იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სიმღერითა და დასარტყამი ინსტრუმენტების შესწავლით.
სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც მამამისი ერზერუმში დაბრუნდა, ბურჩუ ყველგან მუშაობდა, მათ შორის აფთიაქში და მოცეკვავედ.
სამსახიობო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც სერიალში “ღრუბლებს მიღმა” გიულენგიულის როლი შეასრულა. პოპულარობა სერიალ Söz-ში ცერენის როლით მოვიდა, შემდეგ კი კარგა ხანს ქალი ეკრანებიდან გაქრა.
ბურჯუს კარიერაში რამდენიმე წარუმატებელი პროექტი ჰქონდა, თუმცა წარმატება მაინც მალე მოვიდა. 2011 წელს ბურჯუმ მონაწილეობა მიიღო, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ სერიალში “დიდებული საუკუნე”. 2015-2017 წლებში კი სერიალში “სიცოცხლის სიმღერა“, სადაც ჰულიას როლს თამაშობდა. სწორედ ეს როლი გახდა მისთვის წარმატების ბილეთი, მაყურებლებს იმდენად შეაყვარა თავი, რომ სულ მალე თურქეთის შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ფიგურა გახდა. ბურჯუ თურქეთის შოუბიზნესის ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალების ათეულში, მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: ambebi.ge