“დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ” – ვინ არის თურქი მსახიობი, რომელიც ქართველი აღმოჩნდა?

უკვე სამი დღეა რაც თურ­ქუ­ლი მე­დია ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩის შე­სა­ხებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურ­ჩუ 7-თვი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ქმარს და­შორ­და და ეს ამ­ბა­ვი ყვი­თე­ლი პრე­სის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა იყო.

თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არ არის – მსა­ხი­ობ­მა ამ­ჯე­რად სულ სხვა ამ­ბით მი­ი­პყრო მე­დი­ი­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­მო­ა­ცხა­და, რომ “დნმ-ის ტეს­ტი გა­ი­კე­თა და 100%-ით ქარ­თვე­ლი და ლაზი აღ­მოჩ­ნდა.“

ბი­ნი­ჩი ამ­ბობს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ დნმ-ის ტეს­ტი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და შე­დე­გი მის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

“ჩემი ფეს­ვე­ბი 100 პრო­ცენ­ტით ქარ­თუ­ლი და ლა­ზუ­რია… მე 100%-ით ქარ­თვე­ლი ვარ,” – ამ­ბობს მე­დი­ას­თან ბურ­ჩუ.

“ჩემი ფეს­ვე­ბი კავ­კა­სი­ი­დან მო­დის. მე­გო­ნა, რომ ჩემი ფეს­ვე­ბი რი­ზე­დან იყო, მაგ­რამ როცა დნმ-ის ტეს­ტი გა­ვი­კე­თე, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც გა­ვი­გე სა­ი­დან მო­დის ჩემი ფეს­ვე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და მან.

  • მოკ­ლედ ბურ­ჩუს შე­სა­ხებ

ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩი, 1986 წლის 6 ივ­ნისს და­ი­ბა­და და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ერ­ზე­რუმ­ში გა­ი­ზარ­და. გო­გო­ნას მა­მის სამ­სა­ხუ­რის გამო სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი ფეს­ვე­ბი რი­ზე­დან იყო.

ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩი, რომ­ლის მა­მაც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყო, სა­ბო­ლო­ოდ აი­დინ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. გო­გო­ნამ იქ და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სიმ­ღე­რი­თა და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მა­მა­მი­სი ერ­ზე­რუმ­ში დაბ­რუნ­და, ბურ­ჩუ ყველ­გან მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის აფ­თი­აქ­ში და მო­ცეკ­ვა­ვედ.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2007 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “ღრუბ­ლებს მიღ­მა” გი­უ­ლენ­გი­უ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა. პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ Söz-ში ცე­რე­ნის რო­ლით მო­ვი­და, შემ­დეგ კი კარ­გა ხანს ქალი ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა.

ბურ­ჯუს კა­რი­ე­რა­ში რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრო­ექ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა მა­ინც მალე მო­ვი­და. 2011 წელს ბურ­ჯუმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და აღი­ა­რე­ბულ სე­რი­ალ­ში “დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე”. 2015-2017 წლებ­ში კი სე­რი­ალ­ში “სი­ცო­ცხლის სიმ­ღე­რა“, სა­დაც ჰუ­ლი­ას როლს თა­მა­შობ­და. სწო­რედ ეს როლი გახ­და მის­თვის წარ­მა­ტე­ბის ბი­ლე­თი, მა­ყუ­რებ­ლებს იმ­დე­ნად შე­აყ­ვა­რა თავი, რომ სულ მალე თურ­ქე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ფი­გუ­რა გახ­და. ბურ­ჯუ თურ­ქე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ათე­ულ­ში, მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ