“პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო”-15 წლის ასაკში ამ კლუბიდან გაუშვეს, იტირა, ფეხბურთზე თავის დანებებაც უნდოდა, მაგრამ ახლა მის საოცნებო ადგილასაა – რომელ კლუბში გადავიდა გიორგი მიქაუტაძე?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ცენ­ტრფორ­ვარ­დი, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე “ლი­ო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლია, გი­ორ­გიმ კლუბ­თან 5-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Geo Team ავ­რცე­ლებს.

„გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და გა­ა­ფორ­მა 5-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი ლი­ონ­თან. Dreams come true… გიო და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და ლი­ონ­ში და მშობ­ლი­ურ კლუბ­ში ითა­მა­შებს”, – ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოგვიანებით, Geo Team-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა:

„დაიბადა ლიონში და ამ ქალაქის კლუბის სიყვარულით გაიზარდა. არასდროს სურდა სხვა კლუბში თამაში იმაზე მეტად, ვიდრე ლიონში…

15 წლის ასაკში ლიონიდან გაუშვეს, პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო, იტირა, ფეხბურთზე თავის დანებებაც უნდოდა. ბევრი იშრომა, ბევრი გაიტანა, ბომბარდირობაც შეიყვარა და ბრუნდება მის საოცნებო კლუბში…”.

ცნო­ბის­თვის, მი­ქა­უ­ტა­ძე ახ­ლოს იყო „მო­ნა­კო­ში” გა­დას­ვლას­თან, მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბოლო წუ­თებ­ზე გი­ორ­გიმ „ლი­ო­ნის­გან” ზარი მი­ი­ღო და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვის საყ­ვა­რელ კლუბ­ში გა­დას­ვლას დას­თან­ხმდა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ