თბილისის ცენტრში 40 წლის კაცი ნაჯახით დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილოებები კიდურებზე აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თავდასხმაში ბრალდებული კი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. მას გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება.
დაპირისპირება ნაჯახით მეზობლებს შორის საბურთალოზე, კვერნაძის ქუჩაზე სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. მძიმე დანაშაულის მოტივად მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც მეზობლები ამბობენ, ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.