ნიუ-იორკში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა სატვირთო ავტომობილით ცხრა ადამიანს გადაუარა, აქედან სამი მათგანი შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ისინი ლოუერ ისტ საიდზე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ.
“ყვირილი თავიდან არ ამომდის”, – უთხრა ერთ-ერთმა შეძრწუნებულმა მოწმემ The Post-ს.
პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი კორლირს ჰუკ პარკში იმყოფებოდა, როდესაც ნაცრისფერმა Ford F-150-მ უოთერ სტრიტისა და ჯექსონ სტრიტის გადაკვეთა გადაჭრა, ტროტუარზე გადავიდა და მწვანე ზონაში შეიჭრა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ხალხი ბეისბოლის მოედნის ტრიბუნებთან ახლოს ბარბექიუზე იმყოფებოდა – ეს ადგილი კი პირდაპირ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს იმ გაჩერების ნიშნიდან, რომელსაც სატვირთო გასცდა.
“სწორედ იქ მოხდა შეჯახება. თუ პირდაპირ წახვალთ, ზუსტად იმ სივრცეში მოხვდებით”, – თქვა ერთ-ერთმა მოწმემ.
დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაშია გადაყვანილი ავტომობილის მძღოლიც.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან მხოლოდ ორს აქვს მსუბუქი დაზიანებები, დანარჩენების მდგომარეობა კი მძიმეა.
პოლიციის ინფორმაციით მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. გამოძიება გრძელდება.