ჯერ კიდევ 2012 წელს, იაპონურმა კორპორაციამ Obayashi კოსმოსური ლიფტის მშენებლობის შესახებ დააანონსა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნივთს ან თავად თქვენ, სხვა პლანეტებზე მოგახვედრებდათ. მაგალითად მარსზე, თანაც გაცილებით მალე და გაცილებით იაფად. ეს იქნებოდა საშუალება, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში სხვა სამყაროებში გამოგზაურებდათ.
მეცნიერების შეფასებით, ნაცვლად 6-8 თვისა, რა დროც არის საჭირო მარსამდე მისასვლელად, კოსმოსური ლიფტი ამ ყველაფერს 3-4 თვეში ან სულაც 40 დღეში შეძლებს. მსგავსი იდეა აქამდეც გაჟღერებულა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა იაპონელმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს. კომპანია Obayashi კი სწორედ იმით გახდა ცნობილი, რომ მან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, Tokyo Skytree ააშენა. როგორც ჩანს, ის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მშენებლობა, რომელიც 100 მილიარდი დოლარი დაჯდება, 2025 წელს დაიწყება, ხოლო მისი დასრულების თარიღად 2050 წელი მოიაზრება. იოძი ისიკავას, პროექტის ავტორის თქმით, რომელიც კომპანიის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილებაში მუშაობს, ამჟამად ის პროექტის შავ მასალაზე მუშაობს და შესაძლოა, მისი სისრულეში მოყვანა 2025 წელზე გვიანაც დაიწყოს.
იაფი გზა კოსმოსამდე
ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში გაგზავნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, “ნასამ” დაითვალა, რომ ოთხი მისია არტემიდას მთვარეზე 4.1 მილიარდი დოლარი ჯდება. მიზეზი დიდი რაოდენობის საწვავია, რაც რაკეტას სჭირდება კოსმოსში მოსახვედრად. კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში კი, არ იქნება საჭირო რაკეტა ან საწვავი. პროექტის თანახმად, ისინი ტვირთს ორბიტაზე ელექტრომაგნიტური სატრანსპორტო საშუალებით მიიტანენ, რომლებსაც “ალპინისტები” უწოდეს და რომლებიც მზის ენერგიით და მიკროტალღებით დაიმუხტებიან და შესაბამისად, საწვავის აუცილებლობაც აღარ დგება. ისიკიავას მტკიცებით, შედეგად ნივთების გაგზავნა კოსმოსში 1 ფუტზე (450 გრამი) 57 დოლარამდე შემცირდება. საერთო ჯამში კი, კოსმოსური ლიფტის ფასი ფუნტზე 227 დოლარი იქნება. შედეგად კი გამოდის, რომ SpaceX-ის Falcon 9, რომლის მომსახურებაც ფუნტზე 1227 დოლარია, დაახლოებით ხუთჯერ ძვირი გამოდის კოსმოსურ ლიფტთან შედარებით.
სირთულეები
ამ დროისთვის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა ის თუ რისგან უნდა დამზადდეს ე.წ. მილი, რომელშიც კოსმოსური ლიფტი განთავსდება, რადგან მან უდიდეს ძაბვას უნდა გაუძლოს. მაგრამ მეცნიერებმა დაითვალეს და თუნდაც იმ შემთხვევაში თუკი მას ფოლადისგან გააკეთებენ, პროექტს ის დასჭირდება იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე დედამიწაზე არსებობს. არსებობს ასევე ნახშირბადის ნანომილების ვერსიაც. ცნობისთვის, ნანომილი არის გრაფიტის შებრუნებული ფენა, რომელიც ფანქრებში გამოიყენება. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ყველაზე დიდი ზომის ობიექტი, რაც ნანომილებისგან გაკეთებულა, მხოლოდ რამდენიმე მეტრს შეადგენს. ისიკავას თქმით კი, იმისთვის, რომ ყველაფერმა სწორედ იმუშაოს, საჭიროა მინიმუმ 35 200 კილომეტრიანი ტროსი. ამიტომ არის ვერსია, რომ სპეციალურად პროექტისთვის სრულიად ახალი მასალა შეიქმნება.
პრობლემები
კოსმოსური ლიფტის სამაგრი წარმოუდგენელი ძაბვის ქვეშ იქნება, რის გამოც ის მიდრეკილი იქნება გატეხვისკენ. ჭექა-ქუხილმა შესაძლოა, ის საერთოდ გააქროს. აღარაფერია ნათქვამის ისეთ ბუნებრივ მოვლენებზე, როგორიცაა ტორნადო, მუსონი და ქარიშხალი.ამასთან, საუბარია საკმაოდ დიდ მატერიალურ რესურსზე, რადგან მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდება. ისიკავა მიიჩნევს, რომ პროექტით დაინტერესება სხვა ინდუსტრიებმაც უნდა გამოხატონ, რადგან 2050 წლისთვის მათ სამყაროს გაოცება ერთად შეძლონ.