თურქეთში, ქუჩაში, დენის დარტყმის შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა.
ქალაქ იზმირში ძლიერი წვიმის დროს 23 წლის გოგოს, რომელმაც წყლის გუბეში გაიარა, საკანალიზაციო ჭის თავსახურიდან დენმა დაარტყა. მისი გადარჩენის დროს კი მისი მეგობარი, 44 წლის კაციც დაიღუპა.
“გოგონა დაეცა და სანამ მეგობარი მის გადარჩენას ცდილობდა, ის მასთან ერთად წყალში ჩავარდა და ელექტროდარტყმა მიიღო. წინიდან დავინახე. წლების განმავლობაში ვამბობდი, აქ არის დენი, ააშენეთ ეს ადგილი-მეთქი…” – ამბობს თვითმხილველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.