ალაბამას ღამის კლუბში, სროლის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემის პოლიცია ავრცელებს.
ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. გამომძიებლები თვლიან, რომ დაჭრილებს, სულ მცირე ერთმა ადამიანმა ქუჩიდან ესროლა. მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი 2 ქალი და კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.
პოლიციამ სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ გამოავლინა. ამ დროისთვის, მათ თავდამსხმელი არ დაუკავებიათ. დაუდგენელია, რა გახდა სროლის მიზეზი.