“სამწუხაროდ, საგანგაშო მდგომარეობაა” – რა შემაშფოთებელ ამბავზე საუბრობს ლიზა ჩიჩუას დედა (ვიდეო)

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი “იმედის დღის” ეთერში საუბრობს, რა გავლენას ახდენს TikTok-ის რეგულარული მოხმარება ადამიანების ჯანმრთელობაზე და რატომაა ეს განსაკუთრებით საფრთხილო ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში:

– სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე დამკვიდრდა ისეთი ტერმინი, როგორიცააTikTok ტვინი. ეს იმ მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც აღნიშნულ პლატფორმას განუწყვეტლივ იყენებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველი მოზარდების, ბავშვების თავის ტვინის განვითარების თვალსაზრისითაა. შესაბამისად, შედეგი მით უფრო რთული და მძიმეა, რაც უფრო ხშირ მოხმარებაზეა საუბარი. ფაქტობრივად, ეს თაობა დროსა და სივრცეში ვერ ერკვევა. აბსოლუტურად უკონტროლო პროცესთან და ქცევასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ TikTok მოკლე ვიდეოების მოწოდების უშრეტი წყაროა და შესაბამისად, გამოვლინდა, რომ სწორედ ეს ახდენს ძალიან ცუდ გავლენას როგორც მეხსიერების უნარზე, ასევე ყურადღებასა და კონცენტრაციაზე. დამკვიდრდა კიდევ ერთი ტერმინი – TikTok-ის პრობლემური მომხმარებლები. TikTok -ის პრობლემური მომხმარებლები საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლებენ. ქცევა აბსოლუტურად შეცვლილია. ამასთანავე, ვიცით, რომ ადამიანები ძირითადად, 21-დან 34 წამამდე ვიდეოებს უყურებენ. შესაბამისად, რეგულარული მომხმარებლები, ფაქტობრივად, საათებს ხარჯავენ. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ რეგულარულ მომხმარებლებს აბსოლუტურად შეცვლილი აღქმის, კონცენტრაციის, დასწავლის უნარი აქვთ. რაკი ეს ახალგაზრდა თაობას ეხება, საშინაო დავალების მომზადებაზე, წიგნის კითხვის პრობლემაზეცაა საუბარი. საკმაოდ საგანგაშო ჩამონათვალია. გარდა ამისა, უჭირთ შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ყურება და აღნიშნავენ, რომ დიდი ფორმატის ვიდეოების ნახვა სტრესულია. 2022 წელს, TikTok-ის მარკეტოლოგებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ვიდეოების ხანგრძლივობა ცოტა გაეზარდათ. მაგალითად, თავიანთ ერთგულ მომხმარებელს 10-წუთიანი ვიდეორგოლი შესთავაზეს. ახალგაზრდები 10-წუთიანი ვიდეორგოლებით ვერ მოიხიბლნენ და ისინი ჯიუტად, პატარა, ხანმოკლე ვიდეოების ერთგულად დარჩნენ. თავად გამოკითხულებიც აღნიშნავენ იმას, რომ მათ აქვთ უშრეტი სურვილი, სულ ახალ-ახალ ვიდეოებს უყურონ.

რატომ არის ეს საგანგაშო? – იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულებას იწვევს. ადიქციის ერთ-ერთი ტიპია. როდესაც ადიქციაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი საინტერესო ტერმინი – ადიქციური დიზაინი ჩნდება. მინიმალური ძალისხმევით, მხოლოდ ცერა თითის დასმით უშრეტი, ულევი ინფორმაციის კასკადია წაროდგენილი, რომელიც ყურადღების დიაპაზონს, კონცენტრაციას აბსოლუტურად არღვევს და აქვეითებს. განსაკუთრებით, მოზარდებზეა საუბარი. ასეთი დიზაინით მოიხიბლა არა მარტო TikTok აპლიკაცია, არამედ Instagram, Facebook. მათაც თანდათან ეს მოდელი აითვისეს და ყველგან ასეთი ხანმოკლე ვიდეოები გაჩნდა. მათთვის, ვინც ხანმოკლე, პატარ-პატარა ვიდეოების ყურებას არიან მიჩვეულები, სხვა პლატფორმები გაცილებით მოსაწყენია, იმიტომ, რომ ისინი TikTok-ის ჩქარ ტემპს არიან მიჩვეულები. როდესაც TikTok-ის მიმდევართა მონაცემები გამოიკვლიეს, მათთან დოფამინის გამომუშავება, ფაქტობრივად, უტოლდებოდა მდგომარეობას, როცა ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ასევე, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შუბლის წილის ატროფიაც კი დადასტურდა იმ ბავშვებთან, რომლებიც სულ მცირე 4 საათს ატარებენ TikTok-ზე. კოლუმბიის უნივერსიტეტის ეროვნულმა ცენტრმა საკმაოდ საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა. იმ მოზარდებთან, რომლებიც ყოველდღიურად სოციალურ ქსელებს იყენებენ, 3-ჯერ მეტია ალბათობა, რომ ალკოჰოლის უკონტროლო, ჭარბი მოხმარება დაიწყონ. 2-ჯერ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი დაეწაფონ მარიხუანას და 5-ჯერ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი გახდნენ თამბაქოს მომხმარებლები. ეს არის იმ მოზარდებთან შედარება, რომლებიც აღნიშნული პლატფორმით არ არიან დაკავებულნი, ან კიდევ ძალიან დოზირებულად მიმართავენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის ადიქციისა და ნივთიერებაზე დამოკიდებულების ცენტრის დამაარსებელი და თავმჯდომარე ამბობს: “წლევანდელმა შედეგებმა მშობლებს შიში უნდა გაუჩინოს. ციფრული ძალადობის ფორმად უნდა განიხილებოდეს, როდესაც მშობელი მცირე ასაკიდანვე ხელში უგდებს ბავშვს მოწყობილობას, რომელიც მისთვის ასეთი დიდი რისკის შემცველია.” სამწუხაროდ, ისეა, რომ 12-დან 17 წლამდე მოზარდთა 70% ამ მავნე ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,556

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა