ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანქანას, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა, პენსილვანიის შტატში, იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი თავის მხარდამჭერებს შეხვდა.
ამერიკული მედიის ცნობით, იარაღი რომელიც თომას მეთიუ კრუკსმა გამოიყენა, მამამისის ნაყიდია.
როგორც გაოგნებული ექსპერტები აღნიშნავენ, ძალიან უცნაურია რომ ასე ახლოს ტრამპის შეხვედრის ადგილიდან დამნაშავემ ასაფეთქებელი მოწყობილობის უპრობლემოდ შეტანა შეძლო და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.