თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების თანამშრომელს სთხოვა, ნება მიეცათ მუშტი მაღლა აეწია, რათა მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. ამის შესახებ The Washington Post (WP) წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ტრამპს უთხრეს, რომ მსროლელი მოკლეს, ტრამპი ფეხზე წამოდგა, როდესაც უშიშროების თანამშრომლებმა მისი სცენიდან გაყვანა სცადეს, პოლიტიკოსმა სთხოვა, მისთვის ნება მიეცათ მუშტი აეწია და რამდენიმე სიტყვა ეთქვა ხალხისთვის.
“ბრძოლა!” – მიმართა მან მხარდამჭერებს მუშტის აწევით.“ – წერს გამოცემა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.